ღარიბაშვილი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელია, სწორედ ამიტომ არ მიიწვიეს ნატო-ს სამიტზე - სალომე სამადაშვილი

სულ ნახვები : 335
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ღარიბაშვილი არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის  წარმომადგენელი, სწორედ ამიტომ არ მიიწვიეს ნატო-ს სამიტზე - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, მისი ჩასვლა ნატო-ს სამიტზე  მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნებოდა. 

„ცხადია, ღარიბაშვილი, რომელიც ჩავიდა „გლობსეკის“ ფორუმზე და გააკეთა განცხადებები, რომელმაც გამოიწვია შედეგად ის, რომ თუ ვინმე ფიქრობდა, რომ საქართველოსთვის მხარი უნდა დაეჭირა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, ამ ხალხმაც გადახედა საკუთარ გადაწყვეტილებას. რა  თქმა უნდა, მისი  ჩასვლა ნატო-ს სამიტზე  მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნებოდა, არა მხოლოდ იმიტომ რომ ბრიყვია, ღარიბაშვილი არის თავის მხრივ ღრმად გაუნათლებელი ადამიანი, რომელმაც არ იცის ბევრი რამ, მაგრამ გარდა ამისა, ის არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის რეალური  წარმომადგენელი, ოლიგარქი ივანიშვილის ქვეშევრდომი, რომელიც ასრულებს იმ დავალებებს რასაც აძლევენ რუსეთიდან, სწორედ ამიტომ აღარავინ ართმევს ხელს მას, არ მიიწვიეს იქ,სადაც წყვდება  გეოპოლიტიკური მომავალი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა