გადაწყვეტილება ჩემი შეწყალების შესახებ ალბათ მოხდა დასავლეთის ზეწოლით - ნიკა გვარამია

სულ ნახვები : 449
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ტელეკომპანია „მთავარი არხი“-ს დამფუძნებელი ნიკა გვარამია, უკრაინულ მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა მისი შეწყალება, დასავლეთის ზეწოლის შედეგად მოახდინა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ეს ნაბიჯი იყო პოზიტიური, თუმცა არა საკმარისი, რადგანაც მთავარი გადაწყვეტილება მას ჯერ კიდევ მისაღები აქვს.

„სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ჩემი შეწყალების შესახებ ალბათ მოხდა დასავლეთის ზეწოლით, იმიტომ რომ მე მისთვის ამ თხოვნით არ მიმიმართავს. მე ვთვლიდი და ვთვლი, რომ ვარ უდანაშაულო და უკანონოდ ვიჯექი ციხეში, ამიტომ ეს ჩემთვის პრინციპული საკითხი იყო. ასე იყო თუ ისე, პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი გადადგა და ეს ნამდვილად პოზიტიური მოვლენა იყო საქართველოსთვის ზოგადად. თუმცა, მე ვთვლი, რომ მან ასევე უნდა გააგრძელოს და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილიც. ახლა ამბობენ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სხვა საქმეებიც არის აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება, ამიტომ მის შეწყალებას აზრი არა აქვს. თუმცა, ეს ასე არ არის. სააკაშვილი წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება, ამიტომ თუ ზურაბიშვილი მას შეიწყალებს, ის უნდა გამოუშვან დაუყოვნებლივ. მისი დაბრუნება ციხეში კი უფრო რთული იქნება, ამიტომ ქართული ოცნებისთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხია.

პრეზიდენტს მე ციხიდან გამოსვლისთანავე მოვუწოდე, რომ სააკაშვილი შეეწყალებინა, იმიტომ რომ რისკი ძალიან დიდია და ჩვენ შეიძლება ადამიანი დავკარგოთ. კარგი, მე მისი მეგობარი და ადვოკატი ვარ და ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც მისი ცუდად ყოფნის არ სჯერა და ფიქრობს, რომ ის ციხეში უნდა იჯდეს. მაგრამ რისკი მაინც არსებობს და ყოველთვის სჯობს სიცოცხლის სასარგებლოდ შეცდე, ვიდრე სიკვდილის სასარგებლოდ, იმიტომ რომ სიკვდილის შემთხვევაში ვერაფერს გამოასწორებ“, - განაცხადა გვარამიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა