„მივესალმები ნებისმიერ მის გადაწყვეტილებას“ - სოფო ჯაფარიძე ნიკა გვარამიაზე

სულ ნახვები : 620
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„გააგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ მის გარეთ, მხარს დავუჭერ“ - ასეთია ენმ-ს წარმომადგენლის სოფო ჯაფარიძის პოზიცია, „მთავარი არხი“-ს დამფუძნებლის ნიკა გვარამიას პოზიციასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებთან მიმართებაში, რომელიც მან CNews-თან საუბრისას დააფიქსირა.

ჯაფარიძის შეფასებით, ახლა ნიკა გვარამია ძალიან სჭირდება ქართულ პოლიტიკას.

„მე მასთან ჯერ საუბარი არ მქონია, თუმცა რა საკვირველია მივესალმები მის პოლიტიკაში ჩართულობას, რადგანაც მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მისი დონის პოლიტიკოსების არსებობა დღეს, პოლიტიკურ სივრცეში, რადგანაც ვიცით მისი განათლება, შესაძლებლობები, წარმოუდგენელი ქარიზმა და ენერგია.

აქედან გამომდინარე ის გააგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ მის გარეთ, მხარს დავუჭერ და მივესალმები ნებისმიერ მის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა