იკვეთება სამწუხარო რეალობა - მამუკა მდინარაძე პოლონურ მხარეზე

სულ ნახვები : 309
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პოლონური მხარის მიერ, კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიაზე აცხადებს, რომ ამით მთავარი საკითხის გადაფარვას ცდილობენ.

მდინარაძის შეფასებით, პოლონურ მხარეს მომხდართან დაკავშირებით სათქმელი არაფერი აქვს, რადგანაც არსებობს ორი მხარე და ამ ორი მხრიდან ერთი (საქართველო) მართალია.

„პოლონური მხარე დისკუსიაში შემოვიდა, მაგრამ როცა ამ დისკუსიას მხარეები ჰყავს, ჰყავს მართალი მხარეც. სამწუხაროდ, პოლონური მხარე აპელირებს, რამდენად რელევანტური, კანონიერი და თანამშრომლობის გათვალისწინებით იყო გამოქვეყნებული კადრები. ეს ნიშნავს, რომ თავად ფაქტზე სათქმელი არაფერი აქვს. განცხადება არ წამიკითხავს, მაგრამ თქვენ რაც წამიკითხეთ, იქიდან არ იკითხება სინანული და ძალიან სამწუხარო ფაქტის აღიარება, რომელიც რომ არ გამოქვეყნებულიყო, რამდენიმე დღეში ყალბი დასკვნა გვექნებოდა, რომლის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ იარსებებდა. შემდეგ თქვენ მკითხავდით, თუ ასეთი ფაქტი მოხდა, რატომ არ გამოაქვეყნეთ, არ უთხარით საზოგადოებასო. ჩვენ გვექნებოდა ყალბი დასკვნა, თითქოს სააკაშვილი მოწამლულია. ამის შემდეგ ქართულ სახელმწიფოს არავინ გვაპატიებდა, რომ ეს კადრები არ გავასაჯაროვეთ. იკვეთება სამწუხარო რეალობა, რომ მთავარზე არ არის აქცენტი და გადატანილია სხვა მიმართულებით, რამდენად სწორი იყო ამის გამოქვეყნება. რამდენიმე დღეში იქნებოდა ყალბი დასკვნა და მთელ მსოფლიოს შესაღდებოდა, თითქოს სააკაშვილი მოწამლულია. თავად ექიმი ამაში ჩართული კი არა, შემოქმედი იყო, როგორ უნდა გაყალბებულიყო დასკვნა, ამაზე ვერავინ იკამათებს. ჩემი აზრია, რომ უნდა გასაჯაროებულიყო, რადგან ყალბი დასკვნა დაგვეწეოდა, რაზეც თავს ვეღარ ვიმართლებდით. თავად ფაქტი არის ძალიან ცუდი და მიზნად ისახავდა გაყალბებას. სააკაშვილს მოწამვლის არანაირი ნიშანი არ აქვს და ამის გაყალბებას ცდილობდნენ“, -განაცხადა მდინარაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა