მთავარი სამიზნე არის ბიძინა ივანიშვილის „რუსული ოცნება“ - მირდატ ქამადაძე

სულ ნახვები : 243
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩვენ დღეს ვნახეთ,  როგორ შეარცხვინა  ხელისუფლებამ  ქართული პოლიცია, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა  მირდატ ქამადაძემ ბათუმში  რუსული გემის შემოსვლის საწინააღმდეგო აქციაზე.

მისი თქმით, რუსულმა ოცნებამ დაამცირა ქართული პოლიცია, როდესაც რუსების დასაცავად გაამწესა. როგორც ქამადაძე აღნიშნავს, საპროტესტო აქციის მთავარი სამიზნე ხელისუფლება უნდა იყოს.

„ჩვენ დღეს ვნახეთ,  როგორ შეარცხვინა  ხელისუფლებამ  ქართული პოლიცია. ამ  პოლიციიდან ძალიან ბევრი  ადამიანი 2008 წელს სწორედ რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და დღეს ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ ეს ადამიანები დაუყენა  რუს პროპაგანდისტებს და დერეფანი გაუკეთა. ეს არის  ამ პოლიციისთვის ღირსების შელახვა. ამით ყველა იმ ღირსეულ ადამიანს,  ვინც პოლიციაში მუშაობს,  უთხრეს,  რომ მოიქცევით ისე, როგორც სჭირდება სისტემას და თუ არა იქნებით რეპრესირებული. ამიტომ მთავარი სამიზნე, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, არის ბიძინა ივანიშვილის „რუსული ოცნება“, საზოგადოება ისე უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს სისტემა უნდა დაინგრეს და თავიდან ახალი სისტემა უნდა აშენდეს საზოგადოების დიდი ჩართულობით“, - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა