სააკაშვილის ფაქტორი საქართველოს ევროპულ გზაზე

სულ ნახვები : 211
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გავლენიანი უცხოური გამოცემა „politico“ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

„საქართველოს ოცნება ევროკავშირზე იცოცხლებს ან მოკვდება მიხეილ სააკაშვილთან ერთად“ - ასეთია სტატიის სათაური, სადაც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა და  შემდგომში ის მდგომარეობაა განხილული, რომელშიც ახლა იმყოფება.

სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობა და „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება მის მიმართ, სტატიაში განხილულია, როგორც უარყოფითი ფაქტორი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან მიმართებაში, რასაც ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის სიტყვებიც ამყარებს.

„სააკაშვილი ნამდვილად არ იყო დემოკრატი, მაგრამ მან იცოდა, რისთვის იბრძოდა და იცოდა, რას ნიშნავდა მიმზიდველი ქვეყანა, ახალგაზრდების დაბრუნება, ხალხის სათანადო ანაზღაურება საჯარო სექტორში. ახლა შესამჩნევია რუსეთის გავლენა. თუ ის ციხეში მოკვდება, მესიჯი, რომელსაც ეს ფაქტი გაუგზავნის ევროკავშირს, იქნება აბსოლუტურად ნულის ტოლი“, - აცხადებს კრამონი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა