რუსეთის საქართველოში შემოყვანა არის ოცნების და პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება - ზაზა ბიბილაშვილი

სულ ნახვები : 292
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„რუსეთის საქართველოში შემოყვანა არის ოცნების და პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება“, - ასე გამოეხმაურა პოლიტიკურ ფონდ ,,ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარე ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, საკრუიზო გემთან დაკავშირებით.

„რუსეთის საქართველოში შემოყვანა არის ოცნების და პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება - ფრენები, ლაინერები, ასობით ათასი რუსი, რომელიც ქვეყანაში შემოდის და ასობით ათასი ქართველი, რომელიც ქვეყნიდან გადის. მნიშნელოვანია, რომ ჩვენ უშუალოდ ინდივიდუალურ ჩამოსვლებს კი არ ვექიშპოთ, რომლებიც ნამდვილად ოკუპანტები არიან, არამედ პრობლემის ძირითად მიზეზსს მივაგნოთ და მიზეზი ზის თბილისში, კანცელარიაში, ივანიშვილის რეზიდენციაში.“ - ზაზა ბიბილაშვილი

შეგახსენებთ, რომ საქართველოში შემოვიდა საკრუიზო გემი, რომელზეც იმყოფებიან რუსი ტურისტები. ამ მოვლენას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიჰყვა, პირველად 27 ივლისს, ხოლო მეორედ ახლა , 31 ივლისს. ამ დროისათვის მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის ურთიერთობა დაძაბულია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა