რუსმა ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი არ დახვდებათ ხელგაშლილი - გიორგი მუმლაძე

სულ ნახვები : 230
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსმა ოკუპანტებმა, ტერორისტებმა  უნდა იცოდნენ, რომ ქართველის ხალხი მათ არ დახვდებათ ხელგაშლილი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა  გიორგი მუმლაძემ ბათუმში რუსული გემის შემოსვლის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კატასტროფაა,  როდესაც ამ რაოდენობის სამართალდამცველი იცავს რუსებს.

„ეს არის კატასტროფა, როდესაც ამ რაოდენობის პოლიცია, სპეცრაზმი იცავს რუს ოკუპანტებს, ეს არის მართლა ღირებულებითი ომი.  ჩვენმა  მტრებმა  უნდა იგრძნონ,  რუსული ხელისუფლება  თუ  მათ იცავთ და თავზე ხელს უსვამს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ხალხს შევუქმნათ დისკომფორტი.  რუსმა  ოკუპანტებმა, ტერორისტებმა  უნდა იცოდნენ, რომ ქართველის ხალხი მათ არ დახვდებათ ხელგაშლილი. ყველგან, სადაც უნდა მივიდნენ, ბოტანიკური  ბაღი იქნება თუ რესტორანი, მივადგებით და მათ ჩავუშხამებთ ყველაფერს“, - განაცხადა გიორგი მუმლაძემ. 

ცნობისთვის, ამ დროისათვის ბათუმში  10-ზე მეტი სამოქალაქო აქტივისტია დაკავებული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა