ჩამოყალიბდნენ ჩინეთსა და ამერიკას შორის უფალი რომელია და ეშმაკი - გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციას

სულ ნახვები : 228
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ჩამოყალიბდნენ ჩინეთსა და ამერიკას შორის უფალი რომელია და ეშმაკი“ - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი  პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტს.

მისი თქმით, ჩინეთმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღო მაღალ დონეზე და თქვა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომლის სუვერენიტეტსაც ჩვენ პატივი უნდა ვცეთ.

„პრემიერ- მინისტრის ვიზიტი ჩინეთში იმდენად წარმატებული იყო, რომ ისედაც შოკში მყოფი რადიკალურო ოპოზიცია მეორე ინფარქტის წინაშე აღმოაჩნდა, რადგან ნახეს, რომ ჩინეთმა, რომელიც არის ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში და მათ შორის აშშ ცდილობს მასთან კარგი ურთიერთობის დამყარებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღო მაღალ დონეზე და თქვა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომლის სუვერენიტეტსაც ჩვენ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენს ქვეყანაში მთავარი არის სუვერენიტეტის შენარჩუნება, ჩვენს თავს პატივი ჩვენვე თუ არ ვეცით, არავინ სხვა პატივს არ გვცემს.

სტრატეგიულ ურთიერთობას ისე ვუყურებთ, როგორც არსებობს. მანჯგალაძემ გააჟღერა რადიკალური ოპოზიციის მოსაზრება და მოკლედ ასე ჩამოაყალიბა, რომ ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას ამერიკასთან ბატონ-ყმური ურთიერთობა გვირჩევნიაო. ეს მისი აზროვნების პრობლემაა. მერე მისი უფროსი შეეცადა გამოესწორებინა, ეს მანჯგალაძემ კი არ თქვა, სახარებიდან არისო - ვაშაძემ თქვა. თუ სახარება არ იცი, კითხვა მაინც უნდა იცოდე. მანჯგალაძემ პირდაპირ თქვა, ორ ბატონს როგორ ვემსახუროთო, ეს პათოსი აქვს ოპოზიციას. ეს ციტატა სულ სხვაა, იქ წერია, ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებაო. უფალს და ეშმაკს ვერ ემსახურებიო, თვითონ ჩამოყალიბდნენ ჩინეთს და ამერიკას შორის უფალი რომელია და ეშმაკი რომელია. თუ ოპოზიცია თვლის, რომ ორი ბატონი არ შეიძლება ჰყავდეს, რა გამოდის, როცა აშშ-სთანაც გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობა და ევროკავშირთანაც? გვითხრან ბოლოს და ბოლოს ვისი ვასლები ვართ - ამერიკის თუ ევროკავშირის,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა