საქართველო რუსეთში ღვინის პირველი იმპორტიორი ქვეყანა გახდა - ალექსანდრ ლიპილინი

სულ ნახვები : 239
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რის თანახმადაც „არამეგობრულ“ ქვეყნებში წარმოებულ ღვინოზე საიმპორტო საბაჟო განაკვეთი 12,5%-დან 20%-მდე გაიზარდა.

ღვინის სავაჭრო რუსული კომპანია Fort-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალექსანდრ ლიპილინის სტატიაში წერია, რომ დაბალი ფასის სეგმენტის იტალიურმა, ესპანურმა და ფრანგულმა ღვინოებმა შესაძლოა, რუსული ბაზარი დატოვონ - ავრცელებს Forbes.

„საქართველო შეძლებს, თითქმის, მთლიანად ჩაანაცვლოს მიწოდების კლებადი მოცულობები „არამეგობრული“ ქვეყნებიდან. ამ სეგმენტის ყველა პრეტენდენტიდან მისთვის ამის გაკეთება ყველაზე მარტივი იქნება,“ - წერს ალექსანდრ ლიპილინი.

ამ ყველაფრის შედეგად, ლიპილინის დასკვნით, საქართველო რუსეთში ღვინის პირველი იმპორტიორი ქვეყანა გახდა და იანვარ-მაისის პერიოდში ღვინის მიწოდებით იტალიასაც გაუსწრო, ხოლო წლის პირველ კვარტალში მეორე ადგილს იკავებდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა