ბათუმმა გაიმარჯვა - ირაკლი კუპრაძე

სულ ნახვები : 539
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ბათუმმა გაიმარჯვა“ - ასე ეხმიანება პარტია „ლელო“-ს წარმომადგენელი ირაკლი კუპრავა, საკრუიზო გემ „Astoria grandes“-ს მიერ, საკუთარი მარშრუტიდან საქართველოს ამოღებას.

მისი თქმით, ამის შემდგომ პოლიციელებსაც აღარ მოუხდებათ იმ საქმის შესრულება, რომელიც მათ არ სურთ.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ბათუმელმა საზოგადოებამ, სამოქალაქო აქტივისტებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა დადეს გამარჯვების მნიშვნელოვანი პრეცედენტი სადაც „Astoria Grande“-ს თავისი პუტინისტი მგზავრები, პროპაგანდისტებით, ადამიანებით, რომლებიც არღვევენ საოკუპაციო კანონს, არ აღიარებენ აფხაზეთსა და ცხინვალს საქართველოს ტერიტორიად, ვეღარ ვიხილავთ.

სამწუხარო მოვლენაა, მე თანავუგრძნობ აქ მყოფ პოლიციელებს, რომ მათ უწევთ მძიმე, შეურაცხმყოფელი საქმის შესრულება, ეს მათ სახეზე აწერიათ. იცავენ პუტინისტ პპროპაგანდისტებს და  ამ დროს აკავებენ ეროვნული საკითხებისთვის მებრძოლ მოქალაქეებს. ეს არის დეგრადაცია, ჰიბრიდული საკითხებისთვის ბრძოლის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, რომ ადამიანის გონებაში ჩადონ, თითქოსდა პუტინისტი, კანონის დამრღვევი ადამიანები უნდა დასეირნობდნენ ჩვენს ქუჩებში“, - განაცხადა კუპრაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა