პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული გემზე - ირაკლი დგებუაძე

სულ ნახვები : 684
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული აღნიშნულ გემზე, - ამის შესახებ შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ განაცხადა.

მისი თქმით მსგავს  პროცედურას გადის ყველა გემი, რომელიც ნავსადგურში შემოდის.

„ნებისმიერი საკრუიზო გემი, რომელიც შემოდის ბათუმის ნავსადგურში, არის სტანდარტული პროცედურა, პოლიცია ადის, ამოწმებს და იღებს შესაბამის ზომებს. შესაბამისად, პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული აღნიშნულ გემზე“, - განაცხადა ირაკლი დგებუაძემ.

საკრუიზო გემს, რომელიც  ბათუმში დილის 06:00 საათისთვის შევიდა,საპროტესტო აქციებით დახვდნენ.   გემზე ქართული პოლიციის წარმომადგენლების ყოფნას  უარყოფითი რეზონენსი მოყვა. აქციაზე 10-მდე პირია დაკავებული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა