საქართველოს ეროვნული ბანკი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას ფრთხილი ნაბიჯებით აგრძელებს - ნათია თურნავა

სულ ნახვები : 289
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეროვნული ბანკის შეფასებით, ქვეყანაში 0.6%-მდე შემცირებული ინფლაციის გათვალისწინებით მიზანშეწონილია, ქვეყანა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის რეჟიმის შემსუბუქებაზე გადაერთოს, რის გამოც ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

როგორც ნათია თურნავა აცხადებს, ამ ეტაპზე, ხელფასების ზრდა დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდას აჭარბებს.

„ამ ეტაპზე, ხელფასების ზრდა დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდას აჭარბებს. ამ ტენდენციის გაგრძელებამ შეიძლება წარმოქმნას ხარჯების გაძვირება და საბოლოოდ ეს ფასებზეც აისახება.

ყველა ამ რისკის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას ფრთხილი ნაბიჯებით აგრძელებს“, - განაცხადა თურნავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა