პოზიტიურად არის შეფასებული ის ნაბიჯები, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების გამო ჩვენ გადავდგით - ალუდა ღუდუშაური

სულ ნახვები : 227
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ანგარიშში ბუნებრივია პოზიტიურად არის შეფასებული ის ნაბიჯები, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების გამო ჩვენ, ქვეყანამ გადავდგით“ - ამის შესახებ დღეს, 2 აგვისტოს უმრავლესობის წარმომადგენელმა ალუდა ღუდუშაურმა, ევროკავშირის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით „ქართული ოცნება“ არის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანონიერად მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ ვიმუშავეთ სწორედაც, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება“ არავის არ მივცემთ სალაპარაკოს და საშუალებას არ მივცემთ, რომ სპეკულაციად გამოიყენოს ის ფაქტი, თითქოსდა ქვეყანამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამართლიანად მიეღო კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა