ქართველი მწერლები და გამომცემლები გენრი დოლიძეს სოლიდარობას უცხადებენ

სულ ნახვები : 234
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პოლიციამ უკვე არაერთხელ აირჩია ქართველი მწერლების მიმართ სასტიკი და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფორმები, - აცხადებენ ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები, რომლებიც მწერალ და სამოქალაქო აქტივისტ გენრი დოლიძეს მხარდაჭერას, რომელსაც ბათუმის აქციაზე დაკავებისას და მას შემდეგ პოლიციელებმა  ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

"პოეტი გენრი დოლიძე მოძალადე პოლიციური სისტემის კიდევ ერთი მსხვერპლია. ის დააკავეს მაშინ, როცა ოკუპაციის კანონდამრღვევი რუსი ტურისტებით სავსე გემის ბათუმში შემოსვლას აპროტესტებდა.

პოლიციამ უკვე არაერთხელ აირჩია ქართველი მწერლების მიმართ სასტიკი და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფორმები. ამ შემთხვევაში, როგორ ჩანს, პოლიციელები განსაკუთრებით გააღიზიანა გენრი დოლიძის ბოლოდროინდელმა სამოქალაქო აქტივობამაც.

ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები ვგმობთ გენრი დოლიძის სასტიკად ცემის ფაქტს (რამდენიმე სახის დაზიანება უკვე ექსპერტიზის მიერაა დადასტურებული) და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უსწრაფესად გამოიძიოს ეს საქმე და მკაცრად დასაჯოს მოძალადეები", - წერია განცხადებაში.

მიმართვას ხელს 74 ადამიანი აწერს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა