Cnews-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი ჭიაბრიშვილმა თბილისის დინამო დატოვა

სულ ნახვები : 1,151
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

Cnews-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი აღარ იქნება.

ჯერჯერობით, კლუბს არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია, მაგრამ სანდო წყაროზე დაყრდნობით, ჭიაბრიშვილი დინამოს არ გაწვრთნის.

ეს მოსალოდნელიც იყო – ჭიაბრიშვილის თავკაცობით თბილისის დინამომ ევროტურნირებზე გამართული ოთხი მატჩიდან სამი წააგო და მხოლოდ ერთი ითამაშა ფრედ.

იმასაც ვიტყვით, რომ დინამოს ხელმძღვანელობას ჭიაბრიშვილთან მუშაობა კიდევ დიდხანს გაუგრძელდა – გაცილებით ადრე უნდა გაეშვა. თუნდაც მალტის ჰამრუნთან მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ნათქვამი სიტყვების გამო. დინამოს აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ დინამო არ არის ისეთი ძლიერი, რომ მწვრთნელმა პროგნოზი გააკეთოსო...

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები