DW: არსებული ვაქცინები შესაძლოა არ იყოს ეფექტური COVID-19-ის ახალი შტამის წინააღმდეგ





...
არსებობს შიში, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ არსებული ვაქცინები არაეფექტური იქნება ახალი შტამის - EG.5-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.
აღნიშნულია, რომ COVID-19 ოფიციალურად აღარ არის ჯანმრთელობის გლობალური საგანგებო მდგომარეობა:
„მაგრამ ვაქცინები შეიძლება არ იყოს ეფექტური ახალი შტამის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ექიმები გვირჩევენ ვაქცინაციას შემოდგომამდე. უმჯობესია გამოვიყენოთ არსებული ვაქცინები, ვიდრე დაველოდოთ ახალს."-წერს გამოცემა.
ექსპერტების აზრით, ვაქცინები არ იცავს ადამიანებს ვირუსის გავრცელებისგან, მაგრამ ხელს უშლის გართულებებს: „საუკეთესო საშუალება თავის დასაცავად ვაქცინაციაა“-ციტირებს მედია.