არ გვაქვს გეგმები, რომ ეს გადაიზარდოს პოლიტიკურ გაერთიანებაში - ნინო ლომჯარია ახალ პლატფორმაზე

სულ ნახვები : 315
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნინო ლომჯარიას თქმით, ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა - საქართველოს ევროპული ორბიტის შექმნის მთავარი იდეაა, რომ საზოგადოება სამოქალაქო აქტივიზმში ჩაერთოს და ის არ გადაიზრდება პოლიტიკურ გაერთიანებაში.

გადაცემა პოლიტმეტრში მან ახალი საზოგადოებრივი პლატფორმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი მოცემულობით, ძალიან "მნიშვნელოვანია საზოგადოება გარკვეული იდეების გარშემო კონსოლიდირებული იყოს.

"ვფიქრობ, არსებობს საზოგადოებაში დიდი ინტელექტუალური, შემოქმედებითი რესურსი, მაგრამ პრობლემა გვაქვს იმაში, რომ დიდი ნაწილი მნიშვნელოვანი ადამიანებისა ჩვენს საზოგადოებაში ვერ პოულობენ საკუთარ თავს, სად შეიძლება იყოს სივრცე, ფორმატი ან ადგილი მათი ჩართულობის. განსაკუთრებით ეს ეხება პოლიტიკურ პარტიებს იმიტომ, რომ გარკვეულწილად, პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ჩართულობა თუ პოზიციონირება ერთგვარ სტიგმათაც იქცა საქართველოში. ამ ტიპის ადამიანებს, ერთი მხრივ, უნდათ, რომ ჩართულები იყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ არ უნდათ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირდებოდნენ. მათთვის არ არსებობს პლატფორმა და სივრცე, სადაც საკუთარ თავს დაინახავენ...

ეს არის სამოქალაქო საზოგადოებრივი პლატფორმა და არ გვაქვს გეგმები, რომ ეს პლატფორმა გადაიზარდოს პოლიტიკურ გაერთიანებაში იმიტომ, რომ დღეს საქართველოსთვის როგორც არასდროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს გარკვეული იდეების გარშემო კონსოლიდირებული"- თქვა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, პლატფორმის პირველი ინიციატივა იქნება აქტივობები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

"გვექნება სხვა ტიპის ინიციატივებიც, მოქალაქეების და ექსპერტული წრეების ჩართულობით. ეს არის პირველი ინიციატივა იმიტომ, რომ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაზე სასწრაფოა. მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია და ქართველი ხალხის ევროპული ხმის მიტანა ევროკავშირის ინსტიტუტებამდე"- თქვა ლომჯარიამ.

როგორც მან აღნიშნა, პლატფორმა გააერთიანებს საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს, თუმცა მათი სურვილია, ეს იყოს შესაძლებლობა ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც ქვეყნის ინტეგრაციის გზაზე მონაწილეობის მიღება სურს.

"ჩვენ დავიწყეთ ეს ინიციატივა საზოგადოებისთვის ცნობილი და სანდო ადამიანების ჩართულობით საზოგადოების სხვადასხვა სფეროდან.იქნებიან სპიკერები ჩვენს პირველ ღონისძიებაზე და სამომავლო აქტივობაში იქნებიან ჩართულები, თუმცა ისინი იქნებიან უფრო მეტად მაგალითის მომცემები სხვებისთვისაც. ჩვენ გვინდა, რომ ეს პლატფორმა იყოს შესაძლებლობა არამხოლოდ ცნობადი, წარმატებული ადამიანებისთვის, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც დღეს კითხულობს: "მინდა მე ევროპა და რა გავაკეთო, როგორ შევუწყო ამ პროცესს ხელი?" - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა