ადვოკატმა ბექა ბასილაიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართა

სულ ნახვები : 1,069
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ადვოკატმა  ბექა ბასილაიამ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართა.  დანაშაული ჩადენილია და პროკურატურა ვალდებულია გამოძიება დაუყონებლივ აწარმოოს,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

"ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამო პროკურატურაში შეგვაქვს განცხადება, ეს დანაშაულები არის გაფლანგვა, და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. მართალია, "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო ამ დანაშაულებრივი ქმედებების გამართლება იმით, რომ თითქოსდა რეისი რომელიც შესრულდა კერძო მიზნებით, სახელმწიფო ქონების გამოყენებით და დაჯდა მრავალი ათეული ათასი ლარი, ეს დაიფარა თითქოსდა ვიღაცის ჯიბიდან. ჯერ ერთი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ეს ყველაფერი და სიტყვიერ განცხადებებს მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან ვერანაირად ვერ დავეყრდნობით, როდესაც ჩანს სახელმწიფო ქონების არამართლზომიერი განკარგვის ფაქტები და მეორე, თუნდაც დადგინდეს, რომ ეს ვიზიტი დაფინანსდა არა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, არამედ ვიღაცის ჯიბიდან, ესეც დანაშაულია და არანაკლები სიმძიმის, ეს არის კორუფციული დანაშაული", - თქვა ბექა ბასილაიამ.

ადვოკატის განმარტებით, კორუფციის წინააღმდეგ კანონმდებლობა პირდაპირ ითვალისწინებს, რომ საჯარო მოხელეს, მით უფრო თანამდებობის პირს ეკრძალება წლის მანძილზე მის ხელფასზე 15%-ით მეტი საჩუქრის მიღება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები