რა არის DRG მეთოდი, რომლის ამოქმედებითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის სამედიცინო დაწესებულებებს გადაუხდის?

სულ ნახვები : 340
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოში DRG მოდელის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა 27% პროცენტიდან 10% პროცენტამდე შემცირდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დაფინანსების აღნიშნული მოდელი, სისტემის მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, შესაბამისად, სამინისტრო უმოკლეს ვადებში ახდენს რეაგირებას დარღვევებსა და არაკეთილსინდისიერ ქმედებებზე.

„DRG-ის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა, საბჭოს სხდომაზე, სამედიცინო დაწესებულებებში დაფინანსების ახალი მოდელის 10 თვის შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, სილვიო დომენტეს შეფასებით, საქართველოში DRG მოდელის დანერგვით, მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაიზარდა, სამედიცინო დაწესებულების მართვა კი გაუმჯობესდა და მეტად გამჭვირვალე გახდა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხდომაზე აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე, დაფინანსების ახალი სისტემა მშობიარობას, საკეისრო კვეთასა და ნეონატალური ასაკის ინტენსიურ მკურნალობასაც შეეხება.

დაფინანსების აღნიშნული მოდელი, სისტემის მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, შესაბამისად, სამინისტრო, უმოკლეს ვადებში მოახდენს რეაგირებას დარღვევებსა და არაკეთილსინდისიერ ქმედებებზე.

DRG უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, კონკურენციის სააგენტოს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები არიან.

სამედიცინო დაწესებულებებში DRG მოდელის დანერგვა ჯანდაცვის სერვისების ხარისხისა და გამოსავლების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. DRG მეთოდით ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის, სამედიცინო დაწესებულებებს გადაუხდის“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ  გავრცელებულ ინფორმაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები