ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობა არის ვალდებულება - რას ითხოვს ევროკავშირი საქართველოსგან

სულ ნახვები : 280
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი, რომელიც საქართველოში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, მმართველი პარტიისთვის (ქართული ოცნება) საკუთარ ბლოგზე, საკმაოდ მწვავე წერილს აქვეყნებს.

ბორელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროცესები რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტს ეხება, მკვეთრად აზიანებს საქართველოს ევროპულ გზას და გარდა ამისა, ფაქტობრივად მოითხოვს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში, მეტი ჩართულობა გამოიჩინოს საქართველომ, რამე თუ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან ქვეყანა თანხვედრაში იყოს.

„ჩემი ყოფნის დროს, ყველა ჩემმა თანამოსაუბრემ გამოთქვა სურვილი, რომ საქართველომ მალე მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის მოწოდება, რომელსაც არ გვინდა არ მოვუსმინოთ თუმცა, ამ გზაზე საქართველოს მიმართ არის მკაფიო მოთხოვნები, რომლებიც ასახულია ევროკომისიის 12 პრიორიტეტში. საქართველოსთვის ევროპულ გზაზე, შემდეგი ნაბიჯები მათზე მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

გასული ივნისის მდგომარეობით, საქართველომ, სამი მათგანი შეასრულა, თუმცა დანარჩენ 9-ზე კიდევ ბევრია სამუშაო და ეს ძირითადად ეხება დეპოლარიზაციას. დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, საარჩევნო რეფორმას, მედიის პრულარიზმს და ადამიანის უფლებებს.

საქართველოს ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, პოლიტიკური პოლარიზაციაა. პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყებამ კიდევ უფრო გაზარდა ეს კონტრპროდუქტიული პოლარიზაცია.

ვწერივართ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, რამაც თბილისი, რუსების ევროპაში შემოყვანის ჰაბად აქცია. ასევე საჭიროა მეტი ჩართულობა, რუსეთის ჰიბრიდულ აქტივობებთან დასაპირისპირებლად. ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობა არის ვალდებულება, რომელსაც ჩვენ ველით ყველა ქვეყნისგან, რომლებიც მიისწრაფვიან გახდნენ, ევროკავშირის წევრები“, - წერს ბორელი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა