სოფელ ომალოში, სახლის სარდაფში გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს

სულ ნახვები : 294
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სოფელ ომალოში გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გარდაცვლილი სახლის მფლობელმა იმ დროს იპოვა, როცა სარდაფს ათვალიერებდა. მანამდე ფართის მეპატრონე უცხო ქვეყანაში ცხოვრობდა და ორი წლის განმავლობაში ომალოში არ ყოფილა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, ცხედარი, სავარაუდოდ კაცი, ჭერზე თოკით იყო დაკიდებული. გავრცელებული სავარაუდო ინფორმაციით,  შემთხვევა წელიწადზე მეტი დროის წინ უნდა მომხდარიყო.

ერთ-ერთი ვერსიით, არ არის გამორიცხული, რომ ცხედარი უცხოელ ტურისტს ეკუთვნოდეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა