მიშა მშვილდაძის საქმე დახურულად გამოცხადდა

სულ ნახვები : 285
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ტელეკომპანია „ფორმულა“-ს ერთ-ერთ დამფუძნებელ, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავა.

ამის მიზეზად მშვილდაძე ქართული მართლმსაჯულების მიკერძოებულ გადაწყვეტილებას ასახელებს, რომლის მიხედვითაც სასამართლომ საქმე დახურულად გამოაცხადა, იმ მიზეზით, რომ დამნაშავეთა წრის დადგენა ვერ მოხერხდა.

„დღეს ჩემზე თავდასხმის საქმეს გამოძიება სასამართლოს გადასცემს - რაც ნიშნავს იმას, რომ გამოძიება დასრულდა - დასრულდა ისე, რომ ვერ დაადგინა თავდამსხმელებით წრეებზე მოძრავი ორი ბეემვეს ნომრები და მასში მჯდომი მძღოლები და პირები, არ დაუდგენია ოთხი თავდამსხმელიდან ერთ-ერთის (სათვალიან-ქუდიანი პირის) ვინაობა, რაც აძლიერებს ეჭვებს, რომ ეგ ეგ სათვალიან-ქუდიანიც ან სუსელია ან პოლიციელი და ეს ორი ბეემვეც, რომ პოლიციის ან სუსის ოპერატიული მანქანებია, მაგაზეც ეჭვიც აღარ დარჩა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შსს-მ 112 ის კამერების ჩანაწერები გამოძიებას არასრულად მიაწოდა და დაუმალეს ორი მხარე, ვაჟა-ასათიანის გზაჯვარედინის ოთხი მიმართულებიდან მხოლოდ ის ორი მიმართულება მისცეს, სადაც ეს მანქანები არ მოძრაობენ და სადაც მოძრაობენ ის ჩანაწერები დამალეს და გააქრეს - ამ ჩანაწერებში ამ მანქანების ნომრები და მასში მსხდომი პირები კარგად და ნათლად გამოჩნდებოდნენ, მაგრამ არ ამოიღო გამოძიებამ - საეჭვოდ არ გეჩვენებათ თქო რომ ვკითხე, როგორ არა, მაგრამ 112-ში მტკიცებულებების დამალვისთვის ცალკე საქმის აღძვრის უფლება არ მაქვს პროკურატურამ უნდა ქნას ეგო - პროკურატურა კიდევ რაც მოიპოვეს, იმ მტკიცებულებების გადმოცემაზეც რაღაც სულელურ შეზღუდვებს იგონებს, რომ არ მოგვცენ - აგრეთვე არ ამოუღიათ სატელეფონო ანძების ჩანაწერები - მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ ლაპარაკობენ ტელეფონზე ეს თავდამსხმელი გუგეშაშვილი, სუსელი გიორგი მუმლაძე და კიდევ რამდენიმე საეჭვო ფიგურანტი - რომელთა ვინაობის დადგენაზე საუბარიც აღარაა - ცალკე მიამიტობის პიკია სუსის იდიოტურ გამართლებას, სხვა პირს ვუთვალთვალებდითო, როგორ ენდო გამოძიება უსიტყვოდ და ჩაძიების გარეშე - სუსი ბოდავს, რომ პირი, რომელსაც იმ დღეს იქ უთვალთვალებდნენ, ჯერ იყო მცხეთაში მერე ამერიკის საელჩოში, მერე რუმსში და ბოლოს გმირთა მოედანზე ჩავიდა მანქანით და იქ აღარ გავაგრძელეთ თვალთვალიო, არამედ ვაჟა ფშაველაზე დელისთან დავუსადკავეთო, და კიდევ საცხოვრებელი სახლის მისამართზეო (რომელიც დელისთან არ მდებარეობს) და მერე სახლთან შევნიშნეთო, დელისთან არ გამოჩენილაო. ეს ყველაზე სასაცილო ნაწილია - ანუ ვისაც “უთვალთვალებდნენ”, დელისზე ის არ მოსულა. მუმლაძე და სასტავი რომ ელოდნენ ხომ არ გამოჩნდებაო აქაო, ან სახლთანო - ორგან ელოდნენ და სახლთან მისულა ის - ვინ იფიქრებდა სმნ.

მოკლედ ამ საქმეს მე და ჩემი ადვოკატი წავიღებთ საერთაშორისო სასამართლოშიც და იქ დავამტკიცებთ ყველაფერს და ასე ერთ წელიწადში გეტყვით სტრასბურგზეც, გაქოცდნენ ეგენიც საბოლოოდ თუ არა.

მადლობა ყველას ყურადღებისთვის და ყველაფრისთვის საერთოდ.

ყველა დამნაშავე დაისჯება, გუგეშაშვილ-მუმლაძე-ქუდიან-სათვალიან-ბეემვესმძღოლებიან-სუსისუფროსიან-ღარიბაშვილ-კობახიძე-ბიძინაივანიშვილიანად - ყველა აბსოლუტურად.

სუსი და პოლიცია რომ მოქალაქეებზე თავდასხმებს აორგანიზებდეს - ამ პრაქტიკას ამოვძირკვავ რადაც არ უნდა დამიჯდეს, პირობას ვდებ მისი დაფიცებით, დაგინებით და თვალების ბრიალით“, - წერს მშვილდაძე, სოციალურ ქსელში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა