„ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა პრეზიდენტის იმპიჩმენტი ბოლომდე მიიყვანოს

სულ ნახვები : 196
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მმართველ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დადებითად გადასაწყვეტი 100 ხმა, პარლამენტში მოიძებნოს.

ამის შესახებ, უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.

„უმრავლესობას პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საკმარისი ხმები არ გააჩნია, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ იმპიჩმენტის განხილვის მომენტში იყოს საკმარისი ხმები ან მეორე მომენტი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, კიდევ ერთხელ გახდეს ნათელი, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფი იცავს ქვეყნის კონსტიტუციას და ქვეყნის ევროპულ გზას და ვინ არიან ის პოლიტიკოსები, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს აყოლილები, ფეხქვეშ თელავენ ჩვენი ქვეყნის ძირითად კანონს", - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა