ირაკლი ღარიბაშვილო, გამოაქვეყნე დოკუმენტაცია, საიდან მოიტანე 390 ათასი ლარი მხოლოდ ერთი ფრენისთვის - გიორგი ვაშაძე

სულ ნახვები : 372
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ირაკლი ღარიბაშვილო,  გამოაქვეყნე დოკუმენტაცია,  საიდან მოიტანე 390 ათასი ლარი მხოლოდ ერთი ფრენისთვის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართით პარლამენტში  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

 ვაშაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის შემოსავლები და დანაზოგი, რომელიც ასახულია მის ქონებრივ დეკლარაციაში,  ვერაფრით ფარავს მის მიერ მიუნხენში და უკან  განხორციელებული ჩარტერული რეისის საფასურს.

„გუშინ,   ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ ყველა განცხადება აღიარებითი ჩვენება იყო,  რომ საქმე გვაქვს ტოტალურ, სისტემურ კორუფციასთან ჩარტერების საქმესთან დაკავშირებით.   იაფფასიანი ტყუილების კასკადი,  რომელიც მოვისმინეთ მთავრობის წარმომადგენლებიდან დაწყებული პარლამენტის წევრებით დამთავრებული. საბიუჯეტო სახსრებით იყო ჩარტერი გაკეთებული თუ კერძო ჩარტერით ორივე შემთხვევაში  საქმე გვაქვს დანაშაულთან, რომელიც ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ და პირადად ღარიბაშვილი არის დიდ კორუფციაში  ჩართული. მე ხელში მაქვს ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაცია. სულ რომ შევაჯამოთ ყველა შემოსავალი, რაც მას აქვს, ყველა დანაზოგი და გამოვაკლოთ რა ხარჯებიც გაწია, მაინც ვერ აფინანსებს იმ ჩარტერის ღირებულებას. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რა ღირს მხოლოდ მიუნხენში ჩარტერული რეისით რომ ჩაფრინდეს და ჩამოფრინდეს თვითმფრინავი.  ფასი  არის 390 ათასი ლარი. ანუ, ღარიბაშვილი გვეუბნება, რომ 390 ათასი  ლარი მხოლოდ მიუნხენამდე ჩასვლა-ჩამოსვლაში  გადაიხადა მან  კერძო თავის ჯიბიდან, რომელიც მისსავე დეკლარაციაში არსად არ ფიქსირდება  ეს თანხა.  ამიტომ ეს არის იაფფასიანი ტყუილი და კიდევ ერთხელ  მინდა ღარიბაშვილს, ჩუბინიძეს, მთელ ქოც ბანდიტებს, რომლებიც ძარცვავენ მივმართო - გამოაქვეყნეთ აბა, მტკიცებულებები, საიდან მოვიდა ეს ფული? როგორ გადარიცხეთ ეს ფული?“,  - განაცხადა გიორგი ვაშაძემ

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ქვეყნის ძარცვაში და რუსული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.

 „ეს ხომ თავიდან ბოლომდე მიუთითებს, რომ თქვენ ივანიშვილმა  მოგცეთ უფლება  ამ ქვეყნის ძარცვის, სამაგიეროდ,  მისი  ერთგულების და რუსული ინტერესების გატარების, ბორელის დღევანდელი განცხადებაც ზუსტად ამას მიუთითებს, დიაგნოზი დასმულია, თქვენ ხართ პრორუსები რომელიც ძარცვავს ამ ქვეყანას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა