„სწორი დიაგნოზია, მაგრამ თუ გამოჯანმრთელება გინდა, მიზეზს უნდა უმკურნალო“ - ხუხაშვილი გახარიას პარტიაზე

სულ ნახვები : 294
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„თუ გინდა სისტემურად გამოჯანმრთელება, უნდა უმკურნალო მიზეზს და არა - შედეგს,“ - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიაზე საუბრისას.

ცნობისთვის: გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ გუშინ, 29 მაისს, დააფუძნა.  

„გახარიას მიერ დასახელებული სამი ძირითადი პრობლემა - "სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია, ნეპოტიზმი" დაავადების სწორი დიაგნოზია.

თუმცა, არ საუბრობს მის გამომწვევ მიზეზზე - არაინსტიტუციური პირის მმართველობაზე, რაც ხდება საფუძველი მასთან დაახლოებული ინტერეს-ჯგუფების მხრიდან ინსტიტუტებზე დომინირების, შედეგად მათი ნგრევის, კორუფციისა და ნეპოტიზმის....

თუ გინდა სისტემურად გამოჯანმრთელება, უნდა უმკურნალო მიზეზს და არა შედეგს,“ - წერს სოციალურ ქსელში ხუხაშვილი.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები