საქართველოში აშშ-ის საელჩომ, რაჭა-ლეჩხუმის მხარის სამედიცინო კლინიკებს $30 000-მდე ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა გადასცა

სულ ნახვები : 296
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ რაჭა-ლეჩხუმის სამედიცინო კლინიკებს ცაგერში, ამბროლაურსა და ონში $30 000-მდე ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა გადასცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

საელჩო იმედოვნებს, რომ ეს დახმარება ხელს შეუწყობს ჯანდაცვის რეგიონულ ცენტრს, ადგილობრივი მოსახლეობის ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებაში.

„ვაგრძელებთ საქართველოს დახმარებას საგანგებო სიტუაციებისას მზადყოფნისა და რეაგირების გაზრდისთვის. წლების განმავლობაში ეს დახმარება მოიცავდა, როგორც საჭირო აღჭურვილობის გადაცემას, ასევე, შესაბამის სწავლებასა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.

ამ კვირაში რაჭა-ლეჩხუმის მხარის სამედიცინო კლინიკებს ცაგერში, ლენტეხში, ამბროლაურსა და ონში $30 000-მდე ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა გადავეცით.

ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული დახმარება ხელს შეუწყობს ჯანდაცვის რეგიონულ ცენტრს პაციენტთა მართვის პროცესში და გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანდაცვის სერვისებს~, - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები