თბილისის საბავშვო-ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წელი დაიწყო





...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი, 2023-2024 სააღმზრდელო წელი დაიწყო, - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალ სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაღით ხვდება - სამგორის რაიონში N130 საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა, ჩუღურეთის რაიონს N125 ბაღის შენობა შეემატა, კრწანისის რაიონში კი, აღსაზრდელები პირველად N108 საბავშვო ბაღმა მიიღო.
ინფორმაციისთვის, ბაღების მშენებლობის პარალელურად, ზაფხულში, 100-ზე მეტ საბავშვო ბაღში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები ჩატარდა, შესაბამისად, ახალი სააღმზრდელო წლიდან, პატარებს კიდევ უფრო კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო დახვდათ.