კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან





...
კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში დილიდან მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა.
,,გვიან ღამით კახეთის რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა და ძლიერმა სეტყვამ დააზიანა ყვარლის, თელავსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები. გვიან ღამითვე მერიის შესაბამისი სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გასულები ვიყავით ადგილზე. მუშაობა დაიწყო ზიანის დათვლის მუდმივმოქმედმა კომისიამ, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ამ ეტაპზე არ გვაქვს სრული ინფორმაცია, ვინაიდან, გამთენიისას განახლდა მუშაობა და მიმდინარეობს დათვლა, თუ რამდენი საცხოვრებელი სახლის სახურავია დაზიანებული. ზარალის შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი," - განაცხადა ალადაშვილმა.