დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ფსევდო მინისტრმა სოხუმის აეროპორტის გახსნის ახალი თარიღი ყაზახეთის ტურისტული ფორუმიდან გამოაცხადა

სულ ნახვები : 290
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სოხუმის აეროპორტის გახსნა 2025 წელს იგეგმება. TASS-ის ცნობით, ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ფსევდო ტურიზმის მინისტრმა თეიმურაზ ხიშბამ ყაზახეთში ტურისტულ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

„2025 წელს იგეგმება აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა. დარწმუნებული ვარ, ეს გაზრდის ჩვენს სტუმრებს შესაძლებლობებს, გაფართოვდება ტურისტების გეოგრაფია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტურიზმი დღეს დინამიურად ვითარდება“, - განაცხადა ხიშბამ.

მან იმედი გამოთქვა თანამშრომლობის ყველა ქვეყანასთან, რომელიც „აფხაზეთის ღირებულებებს პატივს სცემს“.

„ჩვენ ამჟამად საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ბელორუსის რესპუბლიკასთან, გვაქვს უბაჟო ვაჭრობა და უვიზო რეჟიმი. ჩვენ ასევე მოუთმენლად ველით თანამშრომლობას ყაზახეთთან და სხვა ქვეყნებთან“, - აღნიშნა მან.

მანამდე, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ფსევდო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სოხუმის აეროპორტის აღდგენას 2024 წელს დაჰპირდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები