მსხმოიარე ვენახების თითქმის 100 პროცენტი განადგურებულია - კახეთში ზარალს ითვლიან





...
კახეთის სამი მუნიციპალიტეტის - ყვარელის, თელავისა და ლაგოდეხის სოფლებში სტიქიის შედეგებს ითვლიან. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ გრემში, ჭიკაანსა და ალმატში სადაც თითქმის 100%-ით განადგურდა მსხმოიარე ვენახები.
მოსახლეობის თქმით, მათი შემოსავლის ძირითადი წყარო სწორედ ამ მოსავალზე იყო დამოკიდებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ყვარელში ღვინის ქარხნების უმეტესობას მოსავლის მიღება დაწყებული ჯერ არ ჰქონდა.
"დავზარალდით ვენახით პირველ რიგში რაც უნდა შემოსავალი იყოს. ვენახი სულ მთელი აღარ არის, აქამდე ხომ დავკრეფავდით, ჩაბარება რომ წესიერად ყოფილიყო", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სახლების სახურავები, წყლის ჩასვლის გამო განადგურდა ავეჯი და ნივთები, დაიხოცა შინაური ფრინველი, დაზიანდა ავტომობილები.
"არაფერი აღარ არის, 100%-ით არის დასეტყვილი, რა უნდა ვქნათ, თუ მთავრობა გადაგვიხდის რამეს, თუ არა, დავრჩებით ჰაერზე. იმდენი მაინც გადაგვიხადონ რაც წამალში და შრომაში ჩაიდო", - ყვებიან ადგილობრივები.
ზარალის დათვლა დაწყებულია და მიმდინარეობს, რაც შეეხება დაზარალებულ მოსახლეობას, პრემიერის გადაწყვეტილების შესაბამისად დაეხმარებიან,- ამბობს კახეთის გუბერნატორი გიორგი ალადაშვილი.