დაუსჯელობის განცდა იმდენად დიდია, რომ არაფრის ეშინიათ - შალვა ნათელაშვილი ჩარტერულ ფრენებზე

სულ ნახვები : 318
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ესენი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებიც უნდა ისხდნენ ციხეში და უკან აბრუნებდნენ მიტაცებულ ქონებას“ - ასე ეხმიანება „ლეიბორისტული პარტიის! ხელმძღვანელი შალვა ნათელაშვილი, თბილისის მერის და კახა კალაძის მიერ სახელმწიფო თვითმფრინავის კერძო მიზნებისთვის გამოყენებას. 

მისი თქმით, ხელისუფლება უკვე თავისი მმართველობის უკანასკნელ ფაზაშია გადასული. 

„თვითმფრინავების ამგვარი გამოყენება ბიუჯეტის ხარჯზე, იქნება ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდი მათ დანაშაულებრივ ბიოგრაფიაში. 

დაუსჯელობის განცდა იმდენად დიდია მმართველ ელიტაში, რომ მათ არაფრის და არავის არ ეშინიათ, არც ერიდებათ და თვლიან, რომ ყველაფერი გაუვათ. აი სწორედ ეს მდგომარეობაა ის, რომელიც ყველა აღვირახსნილ ხელისუფლებას ათავებს იზოლატორში და ატეხინებს კისერს. 

ანუ შევიდნენ თავიანთი მოღვაწეობის ბოლო და უკანასკნელ სტადიაში“, -განაცხადა ნათელაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა