ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის, რომ ქვეყანა არ გახდეს რუსეთი - დავით ჩხობაძე





...
სტუდენტური მოძრაობა „ნაბიჯი“-ს ერთ-ერთი ლიდერი დავით ჩხობაძე, რომელიც „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმართული მარტის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, სუსი-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
ჩხობაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქციების მიმართ შიში სწორად გააჩნია, რადგანაც თუ საქართველო ხელისუფლების ქმედებების გამო, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ქვეყანაში მასობრივი აქციები დაიწყება.
„თუ კანდიდატის სტატუს ვერ მივიღებთ, „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, გაღრმავდება უიმედობა, კი, ცხადია მიიღებთ დიდ პროტესტს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia სწორად გეშინიათ.
კი, ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის, რომ ეს ქვეყანაა არ გახდეს რუსეთი“, - წერს ჩხობაძე სოციალურ ქსელში.