ნაცვლად პროგნოზებისა, მმართველმა პარტიამ სწორი ნაბიჯები უნდა გადადგას - დავით უსუფაშვილი

სულ ნახვები : 142
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მმართველი პარტიის არასწორი პოლიტიკის შედეგად ჩვენ შეიძლება ჩამოვრჩეთ ევროინტეგრაციის პროცესებს, სხვებმა გაცილებით უკეთესი პირობები მიიღონ და ჩვენ ჩამოვრჩეთ ძალიან ბევრი წლით და შესაძლოა, ათწლეულით,- განაცხადა „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით,  ნაცვლად პროგნოზებისა, რა იქნება თუ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღო, მმართველმა პარტიამ სწორი ნაბიჯები უნდა გადადგას. ბორელი, ერთი კვირის წინ კონკრეტულ გეგმას და კონკრეტულ შეთანხმებას სთავაზობდა ხელისუფლებას.

„მმართველ პარტიას მიეცა ბოლო შანსი, ბორელი მათ აქ, ამ ოთახში ერთი კვირის წინ ძალიან კონკრეტულ გეგმას და კონკრეტულ შეთანხმებას სთავაზობდა, რომ დარჩენილ დროში გადაიდგას სწორი ნაბიჯები და ჩვენ მივიღოთ სტატუსი. იმაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, რა მოხდება თუ ვერ მივიღეთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მივიღოთ. მაგალითისთვის, ანტიკორუფციული მიმართულებით ბორელმა და მისმა თანმხლებმა პირებმა კონკრეტულად ჩამოთვალეს, რა ტიპის რეფორმას და კანონს ელოდნენ და რა მივიღეთ და რატომ არ ჩაითვალა ის შესრულებულად. იმ ტიპის კანონი, რასაც ევროპა ელოდა და საქართველოს სჭირდება „ლელოს“ ინიცირებული აქვს უკვე წელიწადზე მეტია. დღეს ახლა ბიუროზე რა იქნება იცით?! - იმ კანონპროექტის კომიტეტში განხილვის კიდევ ექვსი თვით გადავადება. ამ ნაბიჯებით ხდება არასწორი პოლიტიკის შექმნა, რომელმაც ქვეყანა შეიძლება კიდევ ერთხელ დააზარალოს,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები