სახელმწიფო დეპარტამენტი შეცდომაშია შეყვანილი - ირაკლი ზარქუა ფარცხალაძის დასანქცირებაზე

სულ ნახვები : 345
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უმრავლესობის წარმომადგენლის ირაკლი ზარქუას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით შეცდომაშია შეყვანილი. 

ამის შესახებ ზარქუამ დღეს, 18 სექტემბერს განაცხადა. 

„სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა ჩვენი მოსამართლეები. კითხვა რომ დავუსვით - „აბა არგუმენტი გვითხარით, იქნებ მართლები ხართ“, ვერ წარმოადგინეს და თქვეს, აი, კაპიტანი გიგაური და ლომჯარია რომ ასაჯაროებდნენ და პოლიტიკური დევნა ჰქონდათ მათი, ვინც არ მოსწონდათ - მოსამართლეები, ადვოკატი, თანამდებობის პირი, ამის საფუძველზეო თქვეს. არსად წერია ფარცხალაძეზე კონკრეტული არგუმენტი.

ბატონ ფარცხალაძეს არც ვიცნობ, მაგრამ რასაც ვუყურებ, როგორც მესამე თუ ნეიტრალური ადამიანი რომ აკვირდება, ესე იგი მაგათ დროს რომ თანამდებობაზე იყო, არც გახსენებია არავის არც ქურდობა, არც ძველი ბიჭობა, არც მაფიოზობანა, არც აგენტობა, მაგრამ ახლა თურმე მიუღებელია, ეს ხომ ორმაგი სტანდარტია. ის ადამიანი არც ვიცი, საქართველოში ცხოვრობს თუ არა, არ ცხოვრობს საქართველოში და ახლა წამოატივტივეს, უნდათ პროკურატურაზე და სასამართლოზე გაილაშქრონ, ამიტომ სჭირდებათ ახლა ფარცხალაძე და წამოსწიეს ეს თემა რადიკალებმა და ამათმა პატრონებმა მერე. სახელმწიფო დეპარტამენტი შეცდომაშია შეყვანილი. რატომ გგონიათ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი თუ იტყვის რაღაცას ან თეთრი სახლი, აპრიორი მართალია?! მოსამართლეებზე ხომ შეცდნენ?!“,-განაცხადა ზარქუამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები