გიორგი ლორთქიფანიძე წარსულშიც არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური დევნის მსხვერპლი - ადვოკატი

სულ ნახვები : 254
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სუსი-ს მიერ მთავრობის ძალადობრივი გზით შეცვლის ორგანიზებაში ბრალდებული გია ლორთქიფანიძის ადვოკატი შოთა კახიძე  განცხადებას აკეთებს. 

კახიძის თქმით მსგავსი სახის ბრალდება ლორთქიფანიძის მისამართით პირველი არ არის, რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს, კახიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულ აბსურდს უწოდებს. 

„სრული აბსურდია სუს-ის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება და მასში მოყვანილი ე.წ. ფაქტები, თითქოს, გიორგი ლორთქიფანიძე დასახელებულ პირებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს. ამის მიღმა არც ერთი კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს და სუს-ს არ წარმოუდგენია. წარსულში არაერთხელ მოგვისმენია ხელისუფლების მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები. გახსოვთ ალბათ, ე.წ. საბურავების თემა, თითქოს, საბურავებით აპირებდა ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა რევოლუციას, თუმცა, ამის მიღმა რამე სახის მტკიცებულება ხელისუფლებას საზოგადოებისთვის არ წარუდგენია. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები პასუხებს სცემდნენ კითხვებს, თუ რა საგამოძიებო, ან საპროცესო მოქმედებები განხორციელდა ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდა, მსგავსი შინაარსის განცხადებას ვისმენთ რევოლუციასთან და სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით, რაც სრული აბსურდია.

გიორგი ლორთქიფანიძე წარსულშიც არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური დევნისა და ცრუ ბრალდებების მსხვერპლი. ის სისხლის სამართლის ორ საქმეზე პოლიტიკური ნიშნით იდევნება ქართული ხელისუფლების მხრიდან. 8 წელია ქვეყანაში არ ყოფილა, მას ქართულ პოლიტიკასთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. შესაბამისად, მას რაიმე სახის პოლიტიკური მიზანი საქართველოში არ გააჩნია, ის 24-საათიან რეჟიმში დაკავებულია იმით, რომ რუსეთის ფედერაციას ებრძოლოს, ომშია ჩართული. 

სრული აბსურდი უწოდა სუს-ის მიერ გავრცელებულ ამჟამინდელ განცხადებას. მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ამ განცხადებაზე მისი და ჩემი რეაქციაც ასეთი იყო - როგორც ჩანს, ქართული ხელისუფლება უკვე დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის სტატუსს ჩვენი ქვეყანა ვერ მიიღება და თვლის, რომ ეს ფაქტი ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილში ლეგიტიმურ პროტესტს გამოიწვევს და რაღაც პროაქტიული განცხადებით, ჯერ არშემდგარი აქციის დისკრედიტაციას ახდენენ. ლორთქიფანიძე განცხადებაში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს გამორიცხავს, არანაირი შემხებლობა არ გააჩნია ამ ფაქტთან და ამ განცხადებას სრული ბოდვა უწოდა. არანაირი საერთო მას ქართულ პოლიტიკასთან არ გააჩნია, შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური მიზანი თუ ამოცანა მას არ აქვს. 

რაც შეეხება შესაძლო ფარული ჩანაწერების გავრცელებას, რომელიც შემხებლობაში იქნება საკითხთან, კახიძე პასუხობს:

„ამდაგვარი ჩანაწერები სუს-ს რომ ჰქონდეს, ბრიფინგს ამით დაიწყებდა. ბატურინზე განაცხადა, რომ სულ 3-ჯერ მყავს ნანახიო, არანაირი კომუნიკაცია მასთან არ აქვს, შესაბამისად, ვერანაირი ჩანაწერი ვერ იარსებებს. განცხადებაში მოყვანილ ბოდვასთან გიორგი ლორთქიფანიძეს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. თუ იმას მეკითხებით, შეიძლება თუ არა, გიორგი ლორთქიფანიძე მორიგი ბრალდების მსხვერპლი გახდეს, ამ ხელისუფლების პირობებში, არაფერია გამორიცხული“, - აცხადებს კახიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები