მტკიცებულები აუცილებელია, როცა მტკიცებულებები არ ქვეყნდება, შემაშფოთებელია
სულ ნახვები :
226
...
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, აშშ-ის მიერ ოთარ ფარხალაძის დასანქცირებაზე საგანგებო ბრიფინგი გამართა და განხადა, რომ მტკიცებულებები აუცილებელია.
"გახსოვთ სასამართლოსთან დაკავშირებით მოსამართლეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების გამო, არანაირი მტკიცებულება არ გამოქვეყნებულა, რაც ზოგადად ჩვენ გვირთულებს რეაგირებას. ზოგადად, საჭიროა ასეთ დროს მტკიცებულებების გამოქვეყნება. ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების მიმართ, როცა მტკიცებულებები არ ქვეყნდება, ეს არის შემაშფოთებელი“, – განაცხადა კობახიძემ.