უმრავლესობა „დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს

სულ ნახვები : 207
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საპარლამენტო უმრავლესობა „დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტს მესამე მოსმენით ხვალ მხარს არ დაუჭერს - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა.

"ჩვენი საუბარი შეეხო ევროკავშირთან დაკავშირებულ თემებს.

როგორც მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ გაიმართა შეხვედრები და შესაბამისად, შედგა მოლაპარაკებები ევროკომისიის წარმომადგენლებთან, მათ შორის ჯოზეფ ბორელთან, ასევე, ევროკომისიის სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან.

ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა 4 საკითხი, რომელზეც ევროკომისიას სურს პროგრესის ხილვა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე.

საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მოთხოვნებს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს. ამაზე შევჯერდით დღეს უმარავლესობის სხდომაზე.

მინდა ოთხივე საკითხს შევეხო:

პირველი, ევროკომიისის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ევროკომიიის რეკომენდაციის შესაბამისად საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საქართველო-ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ უკვე მოიწონა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციების შემდეგ მიეცემა.

გარდა ამისა სამოქმედო გეგმის პროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე ვენეციის კომისიას გაეგზავნება. ესეც ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ევროკომისიის მხრიდან.  სამოქმედო გეგმის მოწონების პიროებებში პარალმენტის მიერ 2 მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქზიცაიის შესახებ კანონმა.

ასევე, ევრომკომისიის რტეკომენდაციის შესახბამისა,დ პარალ;მენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს კანონპროექტს, რომელიც ე.წ პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნებოდა. ამავდროულად, მოვუწოდებ ევროკომისიას, თავადაც უარი თქვან პერსონალიზილებულ მიდგომაზე, რომელიც 12 პრიორიტეტში იყო ასახული და რომელიც აქტიურად იქნა გამოყენებული სპეკულირებისთვის. როგორც საქართველოში მოქმნედი ოპიოზიცის მხრიდან,ასევე მათთან დაკავშირებული ევრპარლამენტარების თუ სხვა უცხოელი პოლიტიკოსების მიერ“, - განაცხდა კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები