„ქართული ოცნება” ცდილობს უკრაინის დემონიზებას, ჩვენ არ ვერევით და არც ვგეგმავთ ჩარევას საქართველოს საშინაო საქმეებში - უკრაინის საგარეო უწყება სუს-ის განცხადებაზე

სულ ნახვები :
102




...
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სუს-ის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში აჯანყება მზადდებოდა, მის მომზადებაში კი უკრაინული მხარე მონაწილეობდა, ეხმაურება და წერს:
"ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინის დემონიზებას, რათა მოაგვაროს მისი შიდა პოლიტიკური საკითხები. უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერევა და არ გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას", - წერს ოლეგ ნიკოლენკო.