ვლადიმერ გამყრელიძემ სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა





...
ბელგრადში მიმდინარე თავისუფალი სტილით ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატის საქართველოს დელეგაციას მესამე მედალი ვლადიმერ გამყრელიძემ შემატა.
79 კგ წონით კატეგორიის ფინალში ჩვენებურმა რუსეთის წარმომადგენელ ახმედ უსმანოვთან 1:4 წააგო და მისთვის სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ადგილს დასჯერდა.
გამყრელიძემ ფინალამდე ერთმანეთის მიყოლებით ლატვიელი ალანს ამიროვსკი (8:0), ყაზახი ბოლატ საკაიევი (8:2) და უკრაინელი ვასილ მიხაილოვი (10:4) დაამარცხა.
92 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალთან ახლოს იყო მირიან მაისურაძე. თურქ ფეიზულა აკთურქთან 19 წამით ადრე დაწინაურდა, მაგრამ ეს უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნა და 3:5 დამარცხდა.
19 სექტემბერს ბრინჯაოსთვის გივი მაჭარაშვილი იჭიდავებს.