ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა?

სულ ნახვები : 312
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.

"ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლაფ შოლცმა ევროინტეგრაციის კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასეს.

პრემიერ-მინისტრმა ოლაფ შოლცს ევროინტეგრაციის გზაზე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დასკვნით ეტაპზეა. მისი თქმით, წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირისგან სამართლიანი და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერის იმედი აქვს.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა",- ნათქვამია ინფორმაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა