ფარცხალაძის საქმე მხოლოდ აისბერგის წვერია - ქემოკლიძე

სულ ნახვები : 501
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, კახა ქემოკლიძე, ფარცხალაძის დასანქცირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის აისბერგის წვერი.

მისი თქმით, ფარცხალაძე არ არის რიგითი ჯაშუში, რადგან ის ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული, რომელიც ხელისუფლებას 99%-ით აკონტროლებს.

"საინფორმაციო მანიპულაციის ტექნიკებს როცა იყენებ, ხარისხიანად მაინც უნდა გააკეთო, რომ დამაჯერებელი გახადო შენი ვერსია. ამათი გამოგონილი კი არ არის, საინფორმაციო მანიპულაციის ტექნიკები უსაფრთხოების სამსახურებში გამოიყენებოდა 1920-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირი იყენებდა „კაგებე-ს“ შექმნამდე.

ფარცხალაძის საქმე, ჩემი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ აისბერგის წვერია და ისინი ხვდებიან, რომ ეს აისბერგის წვერია.

ფარცხალაძის საქმე არ არის მხოლოდ და მხოლოდ უბრალო რიგითი ჯაშუშის საქმე, ფარცხალაძე ფიგურალურად არის დაკავშირებული პირაპირ ბატონ ივანიშვილთან. ხოლო ბატონი ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც თითქმის 99%-ით აკონტროლებს ქართულ ხელისუფლებას, მეტით თუ არა“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ გადაცემაში "360 გრადუსი".

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა