ბიძინა ივანიშვილი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას დათანხმდა

სულ ნახვები : 20,372
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ამერიკის შეერთებული შატატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დახურულ  საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დახურულ კარგს მიღმა შეხვდა. ამის შესახებ CNews-ს ინფორმირებულმა წყარომ ვაშინგტონიდან აცნობა. 

არაფორმალური შეხვედრა გუშინ, 11 მარტს, საღამოს გაიმართა. 

ივანიშვილმა და დეგნანმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი განიხილეს. ელჩმა ივანიშვილს ვაშინგტონის პოზოცია გააცნო.

CNews-ისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა ვადამდელ საპარალამენტო არჩევნების გამართვაზე თანხმობა განაცხადა და მისაღებ თარიღად 2023 წელი დაასახელა. 

„ივანიშვილი თანახმაა ვადამდელი არჩევნები 2023 წელს გაიმართოს. ის ასევე თანახმაა ნიკა მელია გათავისუფლდეს პატიმრობიდან და ამისთვის მოიძებნება შესაბამისი მექანიზმები. თუმცა იგი წინააღმდეგია გიორგი რურუას ციხიდან გამოშვების. ივანიშვილმა ასევე უარი განაცხადა ტექნიკური მთავრობის შექმაზე, რომელსაც სათავეში აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე ჩაუდგებოდა. ივანიშვილმა მოითხოვა, რომ პრემიერის პოსტზე დარჩეს ირაკლი ღარიბაშვილი“, - განუცხადეს CNews-ს. 

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ელოდება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით მიმდინარე პროპცესის შედეგებს.

ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრის დეტალები ელჩმა დეგნანმა სახელმწიფო დეპარტამენტს უკვე  აცნობა და ვაშინგტონიდან შესაბამის დირექტივებს ელოდება. 

ცნობისთვის: მოქმედი კანონდებლობით, 2024 წელამდე გამართული ნებისმიერი  ვადამდელი არჩევნები უნდა გაიმართოს 120/30 პროპორციით და იმავე ბარიერით, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. 

შეგახსენებთ: CNews-ის 10 მარტს იმავე წყაროზე დატყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც: 

ვაშინგტონი საქართველოში კრიზისის საბოლოო დაძლევად მაინც ვადამდელ არჩევნებს მიიჩნევს, თუმცა იმ პირობით, რომ ამ ვითარებამდე პროცესები ქუჩიდან პარლამენტში უნდა გადავიდეს და ქვეყანაში შეიქმნას სტაბილური პოლიტიკური გარემო - „მათთვის ცხადია, რომ ნებისმიერი სხვა ვითარება, რომლის შედეგადაც ოპოზიცია პარლამენტში სრულფასოვან საქმიანობას გააგრძელებს და პროცესები ქუჩიდან საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს, არ არსებობს. სხვა ვითარებაში დიდია რისკი, რომ ქვეყანაში მუდმივად არსებობდეს დესტაბილიზაციის კერები, რაც ასევე იქნება გამოყენებული ვითარების უკიდურესად გასამწვავებლად, რაც რეგიონში არსებული მდგომარეობის კონტექსტში ფრიად სახიფათოა“.

 აშშ-ის საექსპერტო-საკონსულტაციო წრეებში, რაც ფაქტობრივათ სამთავრობო კულუარებს წარმოადგენს, არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ვადამდელ არჩევნებამდე ქვეყანა ტექნიკური მთავრობით მივიდეს და მას დასავლეთისა და აშშ-სთვის მისაღები პერსონა - ამჟამად აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით ბაქრაძე ჩაუდგეს სათავეში.  თუმცა ეს არ გამორიცხავს სხვა, ისეთი პერსონის წამოწევას პერმიერის პოსტზე, რომელსაც არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ თანამდებობაზე პრეტენზია არ ექნება. ეს მომენტი გამორიცხავს სამთავრობო დირექტივას ადმინისტრაციული რესურსის რომელიმე პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ გამოსაყენებლად.

პარალელურად, ვაშინგტონი ელოდება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციის შედეგებს ვითარების განმუხტვისა და კრიზისის დასაძლევად.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები