ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ, რომ არა მხოლოდ თემში, ქვეყანაში ასეთი ფაქტები არ იყოს - 14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეს აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელი ქალები გამოეხმაურნენ

სულ ნახვები : 236
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საგარეჯოში 14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეს აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელი ქალები გამოეხმაურნენ.

მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში შეკრებილმა აზერბაიჯანელმა ქალებმა 14 წლის გოგოს მკვლელობა დაგმეს. მათი განცხადებით, აზერბაიჯანულ თემში არის საკითხები, რასაც არ ეთანხმებიან და ქალების უფლებებისთვის იბრძვიან. როგორც მათ განაცხადეს, ზოგადად, ფემიციდი საქართველოში არსებული პრობლემაა და ქართულ მედიაში ამის ეთნიკურ ჭრილში განხილვა არასწორად ხდება, რაც სტიგმატიზებას იწვევს.

აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არიან ძლიერი წარმატებული ქალებიც, იბრძვიან საკუთარი უფლებებისათვის და სხვებსაც სთავაზობენ დახმარებას.

„ჩვენმა თემმა ბევრი უნდა გააკეთოს, რომ არა მხოლოდ თემში, ქვეყანაში ასეთი ფაქტები არ იყოს. არსებობს ეს პრობლემა, ამაზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ განათლების სამინისტრომ, სკოლებმა. ვაცნობიერებთ პრობლემის არსს და სამწუხაროა, რომ მედიაში ეს საკითხი მხოლოდ ერთ ეთნიკურ ჯგუფში არსებულ პრობლემად განიხილება და სტერეოტიპების შექმნას ემსახურება. ეს საკითხი არაა ეთნიკური და არაა დაკავშირებული აზერბაიჯანულ ტრადიციებთან. ისტორიულად ქალის როლი დაფასებულია ჩვენს თემში. აზერბაიჯანელ ქალებს გვინდა, ქართულმა მედიამ არ შექმნას სტერეოტიპები, საზოგადოებამ არ დაინახოს მხოლოდ ერთი მხარე. მზად ვართ, თემში საჭირო აქტივობა ჩავატაროთ. ყველა არ თხოვდება 13 წლის ასაკში, ყველას არ უზღუდავენ სახლიდან გაშვების უფლებას, ძლიერი აზერბაიჯანელი ქალებიც არიან. ვიმედოვნებ, ქართული მედია დაეხმარება საზოგადოებას, რომ სტერეოტიპები არ ჩამოყალიბდეს. ეს არაა ტრადიცია, ეს არის ერთი გაუნათლებელი ადამიანის სურვილი, ოჯახიდან მოიშოროს ზედმეტი ტვირთი“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის ჯგუფ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელმა, რამილია ალიევამ.

აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელმა სხვა ქალებმაც განმარტეს, რომ გოგოს ადრეულ ასაკში გათხოვება არაა აზერბაიჯანული ტრადიცია, სწავლობენ, კარიერას იქმნიან და აზერბაიჯანელი ქალები წარმატებულებიც ხდებიან.

„ეს მხოლოდ აზერბაიჯანელების პრობლემა არაა, ეს არის მთელი ქვეყნის პრობლემა, ერთმანეთი არ უნდა დავადანაშაულოთ. ახლა უნდა ვიფიქროთ, ამ პრობლემას როგორ ვუშველოთ. სამწუხარო ფაქტია, ერთი კვირაა, მთელი ქვეყანა ძალიან ვნერვიულობთ, თუმცა არასწორია მედიაში თემის ისე წარმოჩენა, თითქოს ეს მხოლოდ აზერბაიჯანული თემის პრობლემაა. ფემიციდი ზოგადად ქვეყნის პრობლემაა და მედიაში სტიგმატიზება არასწორად ხდება“, – განაცხადა აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელმა, თინათინ მეითოვიმ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა