საქართველოს და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტია - ილია დარჩიაშვილი

სულ ნახვები : 207
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტია - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა აშშ-ის საქართველოში ახალ ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრის შემდეგ.

"ჩვენ ვისაუბრეთ, რომ საქართველოს და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა არის ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტი. ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, რომ მასთან ერთად ვიმუშაოთ აქტიურად, რათა უფრო დავაახლოოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად აქტუალური გავხადოთ. გარდა პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობებისა, ასევე ვისაუბრეთ ეკონომიკურ თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ორივე ქვეყანას შორის" - განაცხადა დარჩიაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა