მიზეზები, რის გამოც ანი მიროტაძემ „ლელო“ დატოვა

სულ ნახვები : 8,780
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ანი მიროტაძემ პარტია "ლელო საქართველოსთვის" დატოვა. ერთ-ერთ მიზეზად მიროტაძე 20 ივნისის ამნისტიას ასახელებს და ამბობს, რომ მისთვის ეს წითელი ხაზია.

"ერთი მიზეზი იყო 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც ჩემთვის წითელი ხაზია და ამ მასშტაბის დანაშაული ცოტა უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს ოპოზიციის მხრიდან,“ - განაცხადა დღეს, 2 ივნისს, ანი მიროტაძემ, რომელმაც „ლელო“ დატოვა.

როგორც მიროტაძე ამბობს, მისი მისი პოზიცია ცნობილი იყო და საკუთარი არგუმენტებიც ჰქონდა.

„პირველ რიგში, ეს არის ადამიანური, მოქალაქეობრივი, ასევე, როგორც პოლიტიკოსის... მყარად მჯერა ახლაც, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით, თუნდაც ამ მასშტაბის შეთანხმებაში, ამ მძიმე დღეების გადაფურცვლა შეუძლებელი იქნებოდა. ამნისტიაში 20 ივნისის ჩატევა, ჩემთვის მიუღებელია", - თქვა ანი მიროტაძემ "ფორმულას" ეთერში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები