ამ მოსამართლეებს თავიდანვე გაყიდული ჰქონდათ გადაწყვეტილებაც და თავიანთი პროფესიონალიზმი - მაჭარაშვილი

სულ ნახვები : 182
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 „ამ მოსამართლეებს უკვე გაყიდული ჰქონდათ, როგორც გადაწყვეტილება, ასევე თავიანთი პროფესიონალიზმი“ , - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წვერმა, გურამ მაჭარაშვილმა, თეიმურაზ ტუღუშზე, გიორგი კვერენჩხილაძესა და ირინა იმერლიშვილზე განაცხადა. 

მაჭარაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეს არავინ ეკითხება, კონსტიტუციაში პრეზიდენტს რა უფლებამოსილებას მისცემენ, ვალდებულია, დაადგინოს, პრეზიდენტმა დაარღვია თუა რა კონსტიტუცია.

„ყველამ კარგად დაინახა, ამ სამ მოსამართლეს თავიდანვე ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ მხარს არ დაუჭერდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. როცა მოსამართლე ჩვენს წარმომადგენელს ეკითხება, აბა პრეზიდენტმა რაღა უნდა აკეთოსო, ეს იმას ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ამ მოსამართლეებს უკვე გაყიდული ჰქონდათ, როგორც გადაწყვეტილება, ასევე თავიანთი პროფესიონალიზმი. მოსამართლეს არავინ ეკითხება, კონსტიტუციაში პრეზიდენტს რა უფლებამოსილებას მისცემენ, ვალდებულია, დაადგინოს, პრეზიდენტმა დაარღვია თუა რა კონსტიტუცია. მათ უკვე დავალება ჰქონდათ, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის მხარი არ დაეჭირათ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა პირველ არხთან საუბრისას. 

ცნობისთვის, გუშინ, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა