სალომე ზურაბიშვილისგან ველი ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე პასუხს - ანა წითლიძე

სულ ნახვები : 209
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სალომე   ზურაბიშვილისგან ველი ორ   ძალიან  მნიშვნელოვან საკითხზე პასუხს, - ამის შესახებ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე აცხადებს. 

მისი  თქმით, პრეზიდენტმა თავისი პოზიცია ივანიშვილისა და სააკაშვილის საკითხებზე უნდა დააფიქსიროს

„სალომე  ზურაბიშვილმა  გუშინ თქვა  ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა. რომ „ჩემი დუმილის დრო  დასრულდაო“. ამ  ფრაზის შემდეგ მე სალომე   ზურაბიშვილისგან ველი ორ   ძალიან  მნიშვნელოვან   საკითხზე პასუხს და მან   ეს პასუხი უნდა გასცეს საქართველოს მოქალაქეებს. პირველი- თვლის თუ არა რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი? და მეორე - გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას „გული ეტკინა“ამ საკონსტიტუციო სასამართლოს გამო. და რამდენად სამართლიანად საქართველოს პრეზიდენტი, რომ სწორედ ამ სასამართლომ სისტემამ გაასამართლა საქართველოს მესამე  პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი?“, - აცხადებს   ანა  წითლიძე

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა