„არა თუ არ ახსენა ბიძინა ივანიშვილი, მის გამოსვლაშიაც, ფაქტობრივად, ხელი დააფარა“ - რომან გოცირიძე პრეზიდენტზე

სულ ნახვები : 188
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

არა თუ არ ახსენა ბიძინა ივანიშვილი, მის გამოსვლაშიაც, ფაქტობრივად, ხელი დააფარა მას - ამის შესახებ Cnews-ს „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით განუცხადა.

გოცირიძის თქმით, ზურაბიშვილმაც კარგად იცის, რომ ეს ყველაფერი ივანიშვილმა მოაწყო, მაგრამ ამის შესახებ არაფერს ამბობს.

„ზოგადად, მან სწორად დაახასიათა, რომ ქვეყანას ყავს რუსული ხელისუფლება, რომ ეს ყველაფერი დაიგეგმა იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის ბლოკირება და რომ ეს ყველაფერი დაიგეგმა „ქართული  ოცნების“ მაღალ პოლიტიკურ ეშელონებსა და რუსეთში. ეს საკმაოდ მკაცრი განცხადებაა, მაგრამ კვლავ ისევ ძველი შიშები აქვს, -  თურმე ბიძინა ივანიშვილი აქ არაფერ შუაში ყოფილა.  არა თუ არ ახსენა ბიძინა ივანიშვილი, მის გამოსვლაშიაც კი ფაქტობრივად, მას ხელი დააფარა, რაც ძალიან სამწუხაროა.  ეს ქალბატონი ერთხელ და სამუდამოდ უნდა განთავისუფლდეს ივანიშვილის გავლენისგან. რაღაც მონუსხული ყავს ამ კაცს და ვერა და ვერ ბედავს ხმის ამოღებას, არადა, ჩვენ კარგად ვიცით, ყველაფერი, რაც აქ ხდება, ეს მოაწყო ბიძინა  ივანიშვილმა, მანაც ძალიან კარგად იცის ეს. ალბათ, დადგება დრო,  ახლა თუ არა მერე,  მემუარებში მაინც ჩაწერს“, - განუცხადა Cnews-ს გოცირიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა