მე არ უნდა მიწევდეს დღეს პრეზიდენტის დაცვა - თეონა აქუბარდია

სულ ნახვები : 162
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ყველა ის ადამიანი რომელიც თქვენ მოატყუეთ დღეს უნდა იყოს შეურაცხყოფილი და მე არ უნდა მიწევდეს დღეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაცვა, რომელსაც ხმა არ მიმიცია მისთვის, იმისთვის კი არა, რომ რამეს ვერჩოდი ქალბატონ სალომეს, არა იმისთვის, რომ საქართველოს ადანაშაულებდით ომის დაწყებაში 2008 წელს“ - ეს განცხადება პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თეონა აქუბარდიამ გააკეთა.

მისი თქმით, პრეზიდენტი დღეს ისჯება იმისთვის, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის ზრუნავს.

„მე პრეზიდენტის ინსტიტუტს ვიღაც დღეს იმიტომ, რომ მან ღიად და მკაფიოდ დააფიქსირა თავისი განაცხადი უკრაინასთან მიმართებაში, ისე როგორც ეს შეეფერებოდა ქვეყნის ლიდერს, რომლის ნაწილიც ნაწილობრივ არის ოკუპირებული რუსეთის მხრიდან და როგორც ზოგადად ქვეყნის პრეზიდენტს.

ჩემთვის წარმოუდგენელია პრეზიდენტი გადააყენონ მისთვის რომ ის ქვეყნის საგარეო კურსის სამსახურში დგება, ეს იყო ვალდებულება ქალბატონი პრეზიდენტის და ამ მოცემულობაში თქვენ მას სჯით იმისთვის რომ ის წავიდა და შეხვდა ევროპელ ლიდერებს.

ვფიქრობ, რომ ამ ქმედებების ფონზე, სწორედ მთავრობა არის ის ძალა, რომელიც ცდილობს ევროპული გის საბოტაჟირებას“, - განაცხადა აქუბარდიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა